admin
თარიღი: 20:01, 15 დეკემბერი 2025
მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები

Agence France-Presse: კიევმა უარყო აშშ-ის მოთხოვნა, გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან

Agence France-Presse: კიევმა უარყო აშშ-ის მოთხოვნა, გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან

ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-მა უკრაინას დონბასის ტერიტორიებზე უარის თქმა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse (AFP) მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, ვაშინგტონის პოზიცია ეფუძნება მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს „ეს ტერიტორია უნდა“.

თუმცა, კიევმა უარყო აშშ-ის მოთხოვნა, გაიყვანოს ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან.

„ცოტა უცნაურია, რომ ამერიკელები ამ საკითხში რუსეთის პოზიციას იკავებენ“, - განუცხადა AFP-ს წყარომ.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, ამჟამად რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიას და დონეცკის ოლქის დაახლოებით 80%-ს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი, ადრე აცხადებდა, რომ მთლიანად დონბასი „ადრე თუ გვიან“ რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება - „თუ არა მოლაპარაკებების გზით, მაშინ სამხედრო გზით“.

თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს.

ორშაბათს, ბერლინში აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გაიმართა.