admin
თარიღი: 01:27, 14 დეკემბერი 2025
მსოფლიო / კონფლიქტები

ბაშარ ასადმა მოსკოვში ოფთალმოლოგიის შესწავლა განაახლა და რუსულს სწავლობს - The Guardian

ბაშარ ასადმა მოსკოვში ოფთალმოლოგიის შესწავლა განაახლა და რუსულს სწავლობს - The Guardian

სირიის გადაყენებული პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, ოჯახთან ერთად მოსკოვში გადასვლის შემდეგ, სამედიცინო განათლების მიღებას დაუბრუნდა. ინფორმაციას The Guardian წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, სირიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ოფთალმოლოგიის ლექციებს ესწრება. ასადი „კვლავ თავის ცოდნას სრულყოფს“ და პარალელურად რუსულ ენას სწავლობს. „ეს მისი ვნებაა, ფული მას აშკარად არ სჭირდება. სირიაში ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ის დამასკოში ოფთალმოლოგიური პრაქტიკას რეგულარულად გადიოდა“, - განუცხადა The Guardian-ს ასადის ოჯახის მეგობარმა, რომელიც კავშირს ინარჩუნებს.

გამოცემა ამ და სხვა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად განმარტოებით, მშვიდ და მდიდრულ ცხოვრებას მოსკოვსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, მათი ოჯახი მოსკოვში იცხოვრებს, თუმცა გამოცემა ირწმუნება, რომ ასადის ოჯახს სირიის ან რუსეთის ელიტასთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ აქვს. „ის ძალიან მშვიდ ცხოვრებას ეწევა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან აქვს კომუნიკაცია, რომლებიც მის სასახლეში იმყოფებოდნენ, მაგალითად სირიის პრეზიდენტის სასახლის ყოფილ მინისტრთან მანსურ აზზამომთან და ეკონომიკის საკითხებში ასადის ყოფილ მრჩეველთან იასირ იბრაჰიმთან“, - განუცხადა გამოცემას ოჯახის მეგობარმა.

2024 წლის დეკემბერში სირიის დედაქალაქ დამასკოში სირიელმა ამბოხებულებმა სახელმწიფო ტელევიზიით, ბაშარ ასადის 24-წლიანი დიქტატორული რეჟიმის დამხობის შესახებ განაცხადეს. ასადმა დამასკო დატოვა.

დროებით პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარა დაინიშნა, რომელიც დაჯგუფებას Hayat Tahrir al-Sham ხელმძღვანელობს, რომელმაც ითამაშა რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი.

ბაშარ ასადი პროფესიით ექიმია. მან სირიაში დამასკოს უნივერსიტეტი დაამთავრა და დიპლომის შემდგომი სწავლება ოფთალმოლოგიაში ლონდონის საავადმყოფოში გაიარა.