admin
თარიღი: 09:48, 15 დეკემბერი 2025
მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები

ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 პატიმარი შეიწყალა

ლუკაშენკომ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში 123 პატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა.

გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.

საერთო ჯამში, ბელარუსის პრეზიდენტის მიერ ნოემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებების ჩათვლით, შეწყალებულ პირთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია.