ტრამპი კანადას ტარიფებს უზრდის - რა არის მიზეზი?
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა კანადას ტარიფებს დამატებით 10%-ით უზრდის.
ცვლილების შედეგად, კანადურ საქონელზე საიმპორტო გადასახადი 45%-ით განისაზღვრება, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გადასახადია.
ტრამპის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია კანადაში გავრცელებულ ანტი-სატარიფო რეკლამასთან, რომელშიც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის განცხადება იყო გამოყენებული. როგორც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ამბობს, ეს ქმედება კანადის მთავრობის მიერ წარმოებული „სიცრუის“ კამპანიის ნაწილია, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას.
თავად კანადის პრემიერ-მინისტრი ტრამპის ტარიფებს უსამართლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვით ზარალს ორივე სახელმწიფო იღებს და სარეკლამო კამპანიის მიზანი სწორედ ამ მესიჯის გავრცელება იყო.
წყარო: bm.ge
