admin
თარიღი: 19:06, 09 ნოემბერი 2025
საზოგადოება / სოციალური თემა / მსოფლიო / პოლიტიკა

თეთრ სახლში უარყოფენ, რომ პრეზიდენტს ოფიციალურ ღონისძიებაზე ჩაეძინა

თეთრ სახლში უარყოფენ, რომ პრეზიდენტს ოფიციალურ ღონისძიებაზე ჩაეძინა

თეთრ სახლში უარყოფენ, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიებისას ჩაეძინა. საქმე ეხება მედიაში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თითქოს ტრამპს სძინავს. ამ დროს მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები წონაში კლებისთვის საჭირო მედიკამენტების ფასების შემცირებაზე აკეთებდნენ განცხადებას.

„პრეზიდენტს არ ეძინა. მეტიც, ის სულ საუბრობდა და პრესის კითხვებს პასუხობდა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის თანაშემწემ ტეილორ როჯერსმა.

აპრილში დონალდ ტრამპმა სრული სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რის შემდეგაც მისმა ექიმმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვს. ივლისში კი თეთრი სახლის პრესმდივანმა თქვა, რომ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა.

წყარო: imedinews.ge