პოლიტიკა / საზოგადოება / სოციალური თემა
საპატრიარქომ დოროთე ყურაშვილს მღვდელთმოქმედების უფლება შეუჩერა
საპატრიარქომ დოროთე ყურაშვილს მღვდელთმოქმედების უფლება შეუჩერა.
ბრძანების მიხედვით, ყურაშვილს მღვდელთმოქმედების უფლება მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე შეუჩერდა.
"თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელთმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელთმოქმედების უფლება", - წერია საქართველოს პატრიარქის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
