admin
თარიღი: 13:57, 11 დეკემბერი 2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე — "მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის".

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან: ქართული ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.