UFC დიდ სკანდალში გაეხვა - ჩაწყობილი ბრძოლები ორგანზაციაში
UFC დიდ სკანდალში ეხვევა - რამდენიმე მებრძოლი ბრძოლების გაყალბებაზეა ეჭვმიტანილი.
ამასთან დაკავშირებით ცნობილმა სპორტულმა მიმომხილვევლმა, არიელ ჰელვინმა ისაუბრა.
მან აიზეკ დულგარიანისა და იადიერ დელ ვალეს ჩხუბზე გააკეთა განცხადება:
"მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათ მსგავსი შეთავაზებებით მიმართავდნენ. ეკითხებოდნენ, მზად იყვნენ თუ არა ბრძოლის ჩასაგდებად ფულის სანაცვლოდ. ეს უზარმაზარი პრობლემაა UFC-ისთვის. ამასთან, არაერთხელ გვინახავს ბრძოლების უცნაური დასასრულები, რომლებიც სხვა არაფრით აიხსნება. ეს ხდება ისეთ ბრძოლებში, სადაც მებრძოლები მცირე ფულს იღებენ და მათ კარგ შემოსავალს სთავაზობენ, რაც მათი პრობლემების გადაწყვეტა იქნება.
იგივე ხდება თუ არა მსაჯებთან დაკავშირებით? ეს გამოძიების საგანია FBI-ისთვის, მაგრამ ჩემი გაგებით – სწორედ ასეა და ეს სრული სიგიჟეა“, - თქვა ჰელვინმა.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ლანდო ვანატამ, განაცხადა, რომ მას შვიდჯერ მიმართეს ბრძოლის ჩაგდების შეთავაზებით, ხოლო ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის წარმომადგენელმა, ვინს მორალესმა, შეთავაზებული თანხაც კი დაასახელა – 70 ათასი დოლარი.
როგორც ცნობილია, ამ ეჭვების გამო საქმეში FBI ჩაერთო, რომელიც UFC-ის ბრძოლებ სპეციალური დაკვირვების ქვეშ გაატარებს.
