კულტურა / შოუბიზნესი
საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე ანიტა აბგარიანი წარადგენს
საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანიტა აბგარიანი წარადგენს.
საკონკურსო სიმღერა „shine like a star“ კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა. (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).
საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველი არხის თანამშრომლებმა იმუშავეს. ვიდეოს რეჟისორი თემურ კვირკველიაა, კოსტიუმი კი, იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.
გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ანიტა აბგარიანს ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი უწევს თანხლებას.
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
მარიამ ქვრივიშვილი: სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill - ის მასშტაბურ ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს
ხავიერ მილეიმ არგენტინის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
წვევამდელი დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარის შემთხვევაში ₾1000-ით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“
WSJ: გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ საქმეზე ეჭვმიტანილების დაკავების ორდერი გასცა
