მიამბე ახალი

"ნათლად აჩვენა, თუ რა გავლენა აქვს კვარას თამაშზე" - ფრაგნული მედია ქართველს აქებს
როგორც მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის გასულ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ოსერი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ბოლომდე ითამაშა.

ფრანგული მედია ქართველის პერფორმანსს ასე ეხმაურება:

Maxifoot: „ქართველი ფეხბურთელი ბურთის კონტროლითა და მოკლე დრიბლინგებით ოსერის დაცვას მუდმივად არღვევდა. ძალიან აქტიური იყო და ხშირად ზუსტადაც მოქმედებდა, თუმცა ნაპოლის ყოფილ გარემარბს ბოლო პასის ან დარტყმის მხრივ ეფექტიანობა აკლდა. მიუხედავად ამისა, პარი სენ-ჟერმენის გოლის ეპიზოდში მის მიერ ბურთის ამოტანამ ნათლად აჩვენა, რა გავლენა აქვს თამაშზე.“

Footmercato: „ქართველი ფეხბურთელი, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში, პარიზელთა შეტევების მამოძრავებელი ძალა იყო. ენერგიით აღსავსე კვარაცხელია თამაშის გახსნას ყველანაირი გზით ცდილობდა — როგორც ინდივიდუალური ოსტატობით, ისე გუნდური თამაშით. მისდა სამწუხაროდ, ოსერის მეკარეს სერიოზულ პრობლემებს ვერ უქმნიდა. მეორე ნახევარში, მობილური შემტევების შემოსვლის შემდეგ, თანაგუნდელებისგან ბევრად მეტი თანადგომა ჰქონდა.“

L’Equipe: „მას ტალანტი აქვს, ეს ვიცით, თუმცა ასეთ მატჩებში, როდესაც პსჟ თითქოს ძალებს ზოგავს, ეს ძალიან ეპიზოდურად ვლინდება. რამდენიმე გარღვევით მეტოქეს პრობლემები შეუქმნა და ლეონმა არ გაატანინა. მისი კუთხურის შემდეგ რამუშს შანსი ჰქონდა.“

Le Parisien: „ლისაბონში გატანილი გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შთაბეჭდილება ოსერთანაც მოახდინა და საკუთარი მოძრაობებით მეტოქის მესამედში მომენტებს ქმნიდა. დიომანდეს ვარდნა რომ არა, მერვე წუთზე საოცარ გოლს გაიტანდა. 30-ე წუთზე რამუშს შესანიშნავი პასი გაუკეთა, შემდეგ კი თავად დაარტყა და ლეონმა აჯობა. მეორე ნახევარში ნაკლებად იყო თამაშში ჩართული.“

წყარო: isport.ge

გეიჯი VS პიმბლეტი - ბრძოლამ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე გაარკვია
რეიტინგული ქართული სპორტული პორტალის isport.ge-ის ინფორმციით, შუალედური ქამარი ჯასტინ გეიჯის ხელში გადავიდა. ილია თოფურიას სპორტში დაბრუნების შემდეგ ქამრის დაცვა სწორედ მის წინააღმდეგ მოუწევს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, ბათუმში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, 1991 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქ.ი.- ს დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. პოლიციამ მ.ს. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

წყარო: primenews.ge

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები 1 თებერვალს გაგრძელდება
უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1 თებერვალს განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი, რომელიც ამერიკელ მაღალჩინოსანს ეყრდნობა.

მორიგი შეხვედრა წარმოადგენს 23–24 იანვარს აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების რაუნდის გაგრძელებას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნული დიალოგი დადებითად შეაფასა და მას „პროდუქტიული“ უწოდა.

წყარო: primenews.ge

ტეტჩერის რევოლუცია - “რკინის ლედის” აღორძინებული ეკონომიკა
დიდ ბრიტანეთს გასული საუკუნის 70-იან წლების მიწურულს თავისი წონა და მნიშვნელობა, ქვეყნის გამორჩეულმა რეფორმატორმა, მარგარეტ ტეტჩერმა დაუბრუნა. სიმბოლური თარიღიც მოვინიშნეთ, ამ ისტორიის მოსაყოლად, სწორედ დღევანდელ დღეს 1990 წელს, რკინის ლედი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და დატოვა სულ სხვა ბრიტანეთი - უპერსპექტივობასა და სიღარიბეზე გამარჯვებული, საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებული, პოლიტიკური თავდაჯერებითა და ეკონომიკური აღმავლობით. ამ ყველაფრის მისაღწევად, საინტერესოა, რა ეკონომიკური რეფორმები გაატარა მეოცე საუკუნის გამორჩეულმა პოლიტიკურმა ფიგურამ?

Amazon მასშტაბურ ოპტიმიზაციას აგრძელებს — კომპანია კიდევ 14,000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს
primenews.ge-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon თანამშრომლების შემცირების მეორე ფართო ეტაპს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია უკვე მომავალი კვირიდან დამატებით დაახლოებით 14,000 ადამიანის გათავისუფლებას აპირებს.

ეს გადაწყვეტილება უფრო დიდი რეორგანიზაციის ნაწილია, რომლის ფარგლებში საერთო ჯამში 30,000 სამუშაო ადგილის გაუქმებაა დაგეგმილი. პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში განხორციელდა, როდესაც სამსახური ასევე დაახლოებით 14,000 თანამშრომელმა დაკარგა.

არსებული ინფორმაციით, შემცირებები შეეხება კომპანიის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის — AWS-ს, საცალო ვაჭრობის სეგმენტს, Prime Video-სა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ჯესი, ამ ნაბიჯს ბიუროკრატიული სტრუქტურების შემცირებისა და მენეჯმენტის გამარტივების აუცილებლობით ხსნის. მისი განცხადებით, Amazon-მა უნდა შეინარჩუნოს სტარტაპისთვის დამახასიათებელი მოქნილობა და გარკვეულ პროცესებში ადამიანური რესურსი ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლოს.

ოსკარი 2026: ამერიკის კინოაკადემიამ ნომინანტები ოფიციალურად გამოაცხადა
კინოინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამერიკის კინოაკადემია-მ ოფიციალურად დაასახელა ოსკარის 98-ე დაჯილდოების ნომინანტები, რითაც საბოლოოდ გამოიკვეთა ის ფილმები, რეჟისორები და მსახიობები, რომლებიც წლის საუკეთესო ნამუშევრების ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ოსკარი 2026-ის დაჯილდოების ცერემონია 15 მარტს გაიმართება. მანამდე კი კინომოყვარულების ყურადღება მთლიანად ნომინანტების სიაზე გადადის, სადაც წარმოდგენილია გასული წლის ყველაზე გამორჩეული ფილმები.

გთავაზობთ ნომინანტების სრულ ჩამონათვალს:

საუკეთესო ფილმი

One Battle After Another

Marty Supreme

Hamnet

Sinners

Sentimental Value

The Secret Agent

Train Dreams

Bugonia

F1

Frankenstein

საუკეთესო რეჟისორი

პოლ ტომას ანდერსონი, One Battle After Another

რაიან კუგლერი, Sinners

ჯოშ საფდი, Marty Supreme

იოაკიმ ტრიერი, Sentimental Value

ქლოი ჟაო, Hamnet

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

მაიკლ ბ. ჯორდანი, Sinners

ვაგნერ მოურა, The Secret Agent

ლეონარდო დიკაპრიო, One Battle After Another

ტიმოთი შალამე, Marty Supreme

ითან ჰოუკი, Blue Moon

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

ჯესი ბაკლი, Hamnet

რენატე რეინსვე, Sentimental Value

ემა სტოუნი, Bugonia

როუზ ბირნი, If I Had Legs I’d Kick You

ქეით ჰადსონი, Song Sung Blue

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

ბენისიო დელ ტორო, One Battle After Another

ჯეიკობ ელორდი, Frankenstein

დელროი ლინდო, Sinners

შონ პენი, One Battle After Another

სტელან სკარსგარდი, Sentimental Value

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

ელ ფენინგი, Sentimental Value

ინგა იბსდოტერ ლილეასი, Sentimental Value

ემი მედიგანი, Weapons

ტეიანა ტეილორი, One Battle After Another

ვუნმი მოსაკუ, Sinners

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Blue Moon

It Was Just an Accident

Marty Supreme

Sentimental Value

Sinners

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

One Battle After Another

Hamnet

Bugonia

Train Dreams

Frankenstein

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

KPop Demon Hunters

Arco

Elio

Zootopia 2

Little Amélie or the Character of Rain

კინემატოგრაფია

Frankenstein

Marty Supreme

One Battle after Another

Sinners

Train Dreams

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი

Avatar: Fire and Ash

Frankenstein

Hamnet

Marty Supreme

Sinners

საუკეთესო კინომონტაჟი

One Battle After Another

Sinners

Marty Supreme

F1

Hamnet

Sentimental Value

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

The Alabama Solution

Come See Me in the Good Light

Cutting through Rocks

The Perfect Neighbor

Mr. Nobody against Putin

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

All the Empty Rooms

The Devil Is Busy

Armed Only with a Camera: The Life and Death of Brent Renaud

Perfectly a Strangeness

Children No More: “Were and Are Gone

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

Sentimental Value (ნორვეგია)

The Secret Agent (ბრაზილია)

The Voice of Hind Rajab (ტუნისი)

Sirât (ესპანეთი)

It Was Just an Accident (საფრანგეთი)

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

Frankenstein

Sinners

Kukuho

The Smashing Machine

The Ugly Stepsister

ხმის საუკეთესო რეჟისურა

One Battle after Another

Sinners

F1

Sirât

One Battle after Another

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა

Dear Me (Diane Warren: Relentless)

Golden (KPop Demon Hunters)

I lied to you (Sinners)

Train Dreams (Train Dreams)

Sweet Dreams Of Joy (Viva Verdi!)

საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა

Bugonia (Jerskin Fendrix)

Frankenstein (Alexandre Desplat)

Hamnet (Max Richter)

One Battle after Another (Jonny Greenwood)

Sinners (Ludwig Goransson)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი

Retirement Plan

Butterfly

ForeverGreen

The Girl Who Cried Pearls

The Three Sisters

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი Live Action ფილმი

Butchers Stain

A Friend Of Dorothy

Jane Austen's Period Drama

The Singers

Two People Exchanging Saliva

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Avatar: Fire and Ash

Sinners

Jurassic World Rebirth

The Lost Bus

F1

წყარო: ოსკარი 2026

ზელენსკი დავოსში: "ტრამპი არ შეიცვლება, ევროპას კი ტემპისთვის ფეხის აწყობა უჭირს"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არ შეიცვლება“, - იტყობინება პოპულარული ქართული საინფორმაციო ვებგვერდი primenews.ge

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, თუმცა ევროპისთვის რეალურად არ მოქმედებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც "მართლაც ძლიერები არიან“, მაგრამ მათ ხშირად სჭირდებათ ვინმე გარედან, ვინც ეტყვის, რამდენ ხანს უნდა გაძლონ და შეინარჩუნონ ეს სიმტკიცე.

ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პოლიტიკის დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ამერიკა პოზიციებს ცვლის, თუმცა ზუსტად არავინ იცის - როგორ.

"ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ევროპისთვის არ მოქმედებს... ამერიკა თავის პოზიციას ცვლის, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, როგორ. მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება. როგორ შეძლებს ევროპა ამ ტემპისთვის ფეხის აწყობას?“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დასასრულს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას, წარმოადგენს გამოწვევებს ევროპული ცხოვრების წესის წინააღმდეგ.

Grok-ს ადამიანების სურათების რედაქტირება სრულად აეკრძალა
ილონ მასკი-ს კუთვნილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ xAI-მ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელის — Grok — სურათების რედაქტირების ფუნქციონალი მნიშვნელოვნად შეზღუდა. ახალი წესების მიხედვით, მომხმარებლებს ადამიანების გამოსახულებებში ნებისმიერი ტიპის ცვლილების შეტანა აღარ შეუძლიათ.

შეზღუდვა გავრცელდა არა მხოლოდ უფასო მომხმარებლებზე, არამედ ფასიან გამომწერებზეც, რაც კომპანიის მხრიდან მკაცრ და უნივერსალურ ნაბიჯზე მიუთითებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც Grok საერთაშორისო სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა — AI ასისტენტი მომხმარებელთა არალეგალურ მოთხოვნებს ასრულებდა, მათ შორის ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების გამოსახულებების რედაქტირებასა და გაშიშვლებას.

სკანდალის შემდეგ Grok-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო არაერთ ქვეყანაში, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, კანადა და იაპონია. აზიის რიგ ქვეყნებში — მათ შორის ფილიპინები, მალაიზია და ინდონეზია — AI ასისტენტზე წვდომა სრულად აიკრძალა, ხოლო შეზღუდვების დარღვევისთვის მკაცრი ფინანსური სანქციები დაწესდა.

გამოძიება მიმდინარეობს კალიფორნია-შიც — იმ შტატში, სადაც xAI არის რეგისტრირებული. შტატის პროკურატურა კომპანიას კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ xAI-მ შეგნებულად დაუშვა ისეთი სურათების გენერირება, რომლებიც რეალურ სამყაროში არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფორმად ჩაითვლებოდა.

კალიფორნიის გუბერნატორი, დემოკრატი გევინ ნიუსომი, აცხადებს, რომ საქმე სრულფასოვნად უნდა იქნას გამოძიებული და კომპანია, რომელმაც საკუთარ AI სისტემებს საკმარისი სამართლებრივი და ეთიკური ბარიერები არ დაუწესა, მკაცრი პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგეს.

კონტექსტი ნათელია: AI ინდუსტრია შედის ეტაპზე, სადაც „ინოვაცია ნებისმიერ ფასად“ აღარ მუშაობს — და xAI, როგორც ჩანს, ამას მძიმე ფასად აცნობიერებს.

სტატია მომზადებულია primenews.ge-ის მიერ.

ჯენსენ ჰუანგი: "AI არ გვართმევს სამუშაოს — გვაიძულებს, უკეთ ვიმუშაოთ"
NVIDIA-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ხელოვნურ ინტელექტს საფრთხედ არ აღიქვამს და მას ახალ ინდუსტრიულ რევოლუციად მიიჩნევს, რომელიც ძირეულად შეცვლის სამუშაოს არსს. მისი შეფასებით, AI-ის ეპოქაში ყველა პროფესია შეიცვლება და ადაპტირება გარდაუვალია.

ჰუანგი არ უარყოფს, რომ გარკვეული სამუშაოები გაქრება, თუმცა ამას ისტორიულ პროცესად ხედავს:

ყველა ინდუსტრიულ რევოლუციას თან ახლდა ძველი პროფესიების გაქრობა და ახალი შესაძლებლობების შექმნა. მისი აზრით, AI ადამიანის სრულ ჩანაცვლებას არ ისახავს მიზნად - მისი მთავარი როლი რუტინული დავალებების ავტომატიზაცია და ეფექტიანობის ზრდაა, რათა ადამიანებმა უფრო შემოქმედებით ამოცანებზე კონცენტრირება შეძლონ.

TIME-თან ინტერვიუში ჰუანგმა გააფრთხილა, რომ ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ არა AI-ის გამო, არამედ იმ ადამიანებთან კონკურენციაში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკეთ იყენებენ. მისი გზავნილი მკაფიოა:

ვინც AI-ის გამოყენებას არ ისწავლის, ბაზარზე ჩამორჩება.

ჰუანგის შეფასებით, AI პროდუქტიულობასა და შემოსავლებს გაზრდის, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააფართოებს. მისი თქმით, ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში მთავარი რისკი არა ცვლილებაა, არამედ მასთან ფეხის ვერ აწყობა.

სტატია მომზადებულია primenews.ge-ის მიერ.